7დღე

დღე მეშვიდე:პატარებმა წინა გაკვეთილზე შეარჩიეს ნახატები, ამისთვის ძველი რვეულის ყდები გამოიყენეს, მათთვის მუყაოს ჩარჩო და ძირი მე გავამზადე.საწრეო მუშაობაზე მოსულებს ავუხსენი, რომ სურათები ძირისთვის დაეწებებინათ და სასურველი არჩევანით გაეფორმებინათ მაგ;(საწრუპის ჩხირები, ღილები, ლობიო, მძივები და უამრავი სხვა. მოცემულ დავალებას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი რადგან მუშაობდნენ წყვილებში და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. საბოლოო შედეგით ბავშვები აღფრთოვენრბულები იყვნენ, გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პატარაობის ფოტოები გააფორმონ და ოთახში დაკიდონ. მიზანი: მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დავანახე გარემოში უსარგებლო ნივთების გამოყენება და უამრავი დეკორაციის შექმნა. მეორადი წვენის ჩხირები, რომელიც უნდა შეაგროვონ გამოყენების შემდეგ, ღილები, და მარცვლეული კარგი საშუალებაა ბავშვის გონების გასავითარებლად, რომელშიც ის შეიგრძნობს სილამაზეს, სწავლობს კეთებით, უფრთხილდება გარემოს,ბუნებას და სხვა.






Комментариев нет:

Отправить комментарий