4 დღე

მეოთხე დღე: მოსწავლეები სულმოუთქმელად ელოდნენ მეოთხე სამუშაო შეხვედრას. ერთჯერადი ჭიქებით, ფერადი ლენტებით და ბოთლის თავსახურებით მინიატურული ბრები გააკეთეს. საკულინარიო ჩხირებზე ხის ბურთულები მარტივად ააწყვეს, მასწავლებლის მითითებით და დახმარებით ბოთლის თავსახურებზე დააწებეს, შემდეგ ერთჯერად ჭიქებს ფერადი ლენტები და მძივები შემოავლეს, ყოველივე ეს გამზადებულ ფეხს შეაწებეს და მიიღეს ულამაზესი მინიატურული ბრები.მიზანი: მოსწავლეები პატარა ასაკიდან ეჩვევიან მეორადი ნივთების შეგროვებას და საინტერესო ნივთებად ქცევას. უმკლავდებიან პრობლემებს მაგ. დააწებოს სწორად და გააფორმოს თავისი გემოვნებით რაც მოსწავლეებში მშვენიერების შეგრძნებას და კეთების სურვილს აღვიძებს.







Комментариев нет:

Отправить комментарий