6დღე

დღე მეექვსე:პატარებმა ძველი წინდებით ფუმფულა თოჯინები გააკეთეს. ძალზედ სახალისო იყო მუშაობის პირველი ეტაპი, გაწეწეს ხელოვნური მატყლი და ბამბა, ფერადი ლენტით თავი და ტანი ერთმანეთისგან გამოკვეთეს,წინდებს ყელი მოაჭრეს და მოარგეს ქუდებად, ზოგმა კი წინა საწრეო მუშაობაზე ნასწავლი ქუდით დაამშვენა თოჯინა, მოუხატეს თვალები და პირი. თავდაპირველად მოსწავლეები დაიბნენ წინდით რა თოჯინა უნდა გამოსულიყო, მაგრამ საბოლოო შედეგით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მიზანი: მოსწავლეს უვითარდება ფანტაზიის და შემოქმედებითი უნარი, აღმოაჩენს რომ მის გარშემო უამრავი უსარგებლო ნივთი შეიძლება ძალიან საინტერესო საგნად იქცეს,მუდმივად აქვს კონტაქტი მეგობრებთან, ეხმარება მათ ან თავად სთხოვს დახმარებას, ამით სწავლობენ კომუნიკაციას და სხვისი აზრის პატივისცემას.











Комментариев нет:

Отправить комментарий